ქართული სამოციქულო ეკლესია დასაცავია ივანიშვილის კლანისგან, - ამის შესახებ მამა პეტრე კოლხმა ტვ პირველის გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
„გუშინ და დღეს ამოვიკითხე ქართული ოცნების ლიდერების ბოდვები, მაგალითად, კობახიძე ბრძანებს, რომ ენჯეოების წინააღმდეგ უნდა მივიღოთ ეს კანონი, რომ დავიცვათ ჩვენი ეკლესია.
მეორე ბოდვა - დედაქალაქის მერი ბრძანებს, რომ ჩვენ მართლმადიდებლობა უნდა დავიცვათ ჩვენ ამ კანონის მიღებით.
უნდა ვისაუბროთ საჯაროდ პრობლემებზე - ბოლო 30 წლის მანძილზე, ეკლესიისთვის იმდენი შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, როგორც „ქართულმა ოცნებამ“ მიაყენა.
2012 წლიდან დღემდე, სწორედ ოცნების მმართველობის პერიოდიდან იწყება ეკლესიის ავტორიტეტის რყევა, „ოცნების“ ლიდერის პირდაპირი სურვილი და ამოცანა იყო ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელის ავტორიტეტის ნგრევამ, ეს მას კულუარებშიც ხშირად უთქვამს და საჯაროდაც ხშირად უთქვამს - მისი პირდაპირი ამოცანა და ინტერესი იყო, რომ ქართულ ეკლესიას ასეთი ავტორიტეტი არ ჰყოლოდა, ივანიშვილს ვგულისხმობ.
მეორე, ციანიდის საკითხი სწორედ ოცნების პერიოდში მოხდა ეკლესიაში.
მესამე, ვერცხლისწყლის მოწამვლის საკითხი სწორედ ოცნების დროს მოხდა.
ყველაზე გახმაურებული ამბავი - ე.წ. სუს-ის ფაილები - ადამიანებს რომლებსაც ართმევდნენ სიცოცხლის და თავისუფლად სუნთქვის უფლებას - ეკლესია-მონასტრებში უშვებდნენ გადაცმულებს, ვითომ სულიერებისთვის, ამ დროს ყველა იყო მოსმენა, დასმენისთვის მიგზავნილი, რომ იქიდან ინფორმაციები გამოეტანა. პირადი ცხოვრებით შეშინება უკვე არის რუსული ნარატივი, ქართული ოცნება რომ რუსული ოცნებაა ჩანს იქიდანაც, რომ სწორედ ამ ფაილების მეშვეობით ეკლესიას ევაჭრება არჩევნების პერიოდში.
ქართული სამოციქულო ეკლესია დასაცავია ივანიშვილის კლანისგან,“ - ამბობს მამა პეტრე კოლხი“, - თქვა მამა პეტრემ..