საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილი მადლობას უხდის სამართალდამცველებს, რომლებმაც მისი თქმით, აქციების მიმდინარეობისას პროფესიონალურად იმოქმედეს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიციას, რომელმაც ამ დღეების განმავლობაში გამოიჩინა უმაღლესი პროფესიონალიზმი, რომელმაც უზრუნველყო ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლების დაცვა და აქციაზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოება. ასევე, ჩვენ ვხედავდით რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც ცდილობდნენ როგორც პოლიციის პროვოცირებას, ისე სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებებს, აქაც პროპორციული რეაგირება იყო და საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად დაინახა. სწორედ ამიტომაც არის, რომ პოლიცია ერთ-ერთი წამყვანია საქართველოს საზოგადოებისგან ნდობის მხრივ. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ მომავალშიც, რომ პოლიციასთან ითანამშრომლოს. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პოლიციელებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.