შეკრების დაშლა მოხდა უმაღლესი ევროპული სტანდარტებით, იყო სამი ინციდენტი პოლიციას ნერვებმა უმტყუნა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„კანონი, რომელიც არის ამჟამად არის მიღების პროცესში არის თავიდან ბოლომდე თავსებადი სამართლებრივ პრინციპებთან, საპირისპირო არგუმენტები ვერავინ მოიყვანა.
რაც შეეხება შეკრების დაშლას, ეს მოხდა უმაღლესი ევროპული სტანდარტებით. იყო 3 სამწუხრო ინციდენტი, როდესაც პოლიციას, ალბათ, უმტყუნა ნერვებმა. თუმცა, რაც შეეხება დაზიანებებს, 5 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. დაზიანებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.