პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში, თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქართული წამომავლობის რუსი მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) წერს.
„მე რამდენიმე ქართულმა ტელერახმა და მედიასაშუალებამ მომმართა „უცხოთის აგენტების“ შესახებ კომენტარისთვის.
როგორც წესი, მე ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე არ ვლაპარაკობ, უპირველესად იმიტომ, რომ კომპლექსი მაქვს, რადგან “ნამდილი ქართველიც“ არ ვარ, ენაც კი არ ვიცი. მეორეც, მე რუსი მწერალი ვარ და ნებისმიერი ჩარევა ჩვენიანის მხრიდან სხვის საქმეში, აღიქმება, როგორც „იმპერიალისტური გამოვლინება“.
მაგრამ საქართველო ჩემთვის უცხო არ არის. მე საქართველოში დავიბადე, ჩემი გვარი „შვილზე“ მთავრდება, და შალვას ძე ვარ. მე იქ ბევრი ნათესავი და მეგობარი მყავს. და მე მაშფოთებს იმის დანახვა, დემოკრატიული ქვეყანა, როგორ მიცოცავს იმავე დაღმართზე, საიდანაც რუსეთი უფსკრულში გადაიჩეხა.
ჩვენ უნდა გვეშინოდეს, არა პოლიტიკური ოპოზიციის და ბასრი პრესის, არამედ პუტინიზმის. გვეშინოდეს არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან შემოჭრის. და სწორედ ეს ხდება ახლა. პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში, თქვენივე მთავრობის ინიციატივით. ამ შემოპარულს ვეღარ გაასახლებთ. ის გამოჭამს საქართველოს, როგორც სიმსივნე. ვიცით, გაგვივლია. ჯერ "უცხოეთის აგენტები", მერე "მეხუთე კოლონა", შემდეგ "ტერორისტები და ექსტრემისტები" და მერე, საქართველოს პუტინის რუსეთის გარდა სხვა მეგობარი აღარ დარჩება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უკან, ორთავიანი არწივის ფრთის ქვეშ.
ქართველებო, არ მისცეთ უფლება ასე მოგეპყრონ. გაუფრთხილდით თავისუფლებას". – წერს აკუნინი.