საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ოპოზიციონერი ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერღან მამუკა მდინარაძესთან ფიზიკურ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ალ ქალაჩუნ ალ მუხთალ ელისუნი.
ბიჯოო, ეს რა უქნა საკუთარ თავს? ასე როგორ დაესხა თავს ადამიანს, ეს ჩოხის უღირსი. გავა ოცი წელი და როგორ შეხედავ ბაბუა ამ ვიდეოს შვილიშვილებთან ერთად, მაგასაც ვნახავთ.
ისე, უკრაინაში წასული დიდი ბაქი-ბუქით, კი გამოექცა რუსის ჯარისკაცს და შემოიძურწა უკან. საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლი ლომი“, - წერს თეა წულუკიანი .