საქართველო სწორ გზაზეა. თუ გსურთ სუვერენიტეტი, გაანადგურეთ მეხუთე კოლონა, - ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი ტელეგრამ-არხზე წერს.
დუგინი წერს, რომ საქართველოს სჭირდება სტალინი, სხვაგვარად გლობალისტი ნაძირლები დაანგრევენ ქვეყანას
„საქართველო სწორ გზაზეა. თუ გსურთ სუვერენიტეტი, გაანადგურეთ მეხუთე კოლონა. ჩვენ ეს გზა გავიარეთ და დადებითი ეფექტი აშკარაა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და ჯერჯერობით მწვერვალზე ვართ. რამდენი ლიბერალური აგენტი რჩება საზოგადოების სიღრმეში - ელიტაში, ბიუროკრატიაში, განათლებაში, კულტურაში, ბიზნესში. ავგიას თავლები. მაგრამ ღვთის დახმარებით ჩვენ მათ გავწმენდთ.
საქართველოს პარლამენტმა უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ჯერ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რის შემდეგაც მას პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით კენჭს უყრის.
მოსმენებში ოპოზიციაც მონაწილეობს. ამასობაში, პარლამენტის წინ კანონპროექტის მიღების მოწინააღმდეგეების აქცია იმართება.
საქართველოს სჭირდება სტალინი. სხვაგვარად გლობალისტი ნაძირლები და ქართველი ხალხის სირცხვილი დაანგრევს ამ ლამაზ ქვეყანას. აწიეთ ხელი, გაშალეთ ფეხები“, - წერს დუგინი.