უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაგმო ირანის თავდასხმა ისრაელზე და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა მიმართონ ძალისხმევას, რათა თავიდან აიცილონ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია.
"ირანის ქმედებები საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს და მსოფლიოს, ისევე როგორც რუსეთის ქმედებები არის საფრთხე უფრო ფართო კონფლიქტის დაწყებისა. და ამ ორი რეჟიმის აშკარა თანამშრომლობას ტერორის გავრცელებაში უნდა მოჰყვეს გადამწყვეტი და ერთიანი პასუხი მსოფლიოს ყველა ქვეყნისგან", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ირანმა რუსეთს მიაწოდა ათასობით დრონი, რომელსაც რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ დარტყმისთვის, მათ შორის ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა კონგრესს მიიღოს კანონპროექტი, რომელიც უკრაინასა და ისრაელს ახალ სამხედრო დახმარებას უწევს.
„მსოფლიო ვერ დაელოდება დისკუსიების დაწყებას. სიტყვები ვერ აჩერებენ თვითმფრინავებს და ვერ ანადგურებენ რაკეტებს. ხელშესახები მხოლოდ დახმარებაა. დახმარება, რომელსაც ჩვენ ველოდებით. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უსაფრთხოება და მტკიცედ დავუპირისპირდეთ ყველას, ვისაც სურს ტერორი ახალ ნორმად აქციოს.
მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის კონგრესმა მიიღოს აუცილებელი გადაწყვეტილებები აშშ-ის მოკავშირეების გასაძლიერებლად ამ კრიტიკულ დროს”, – წერს წელენსკი.