საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ISSA-ს სოციალოლგიური კვლევის შედეგებს ეხმიანება.
"გუშინდელი სოციოლოგიური კვლევის შედეგები იყო საუკუნის ანეკდოტი.
ჩვენ გავიმარჯვებთ !
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვების კოალიცია", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, "მთავარი არხის" დაკვეთით, "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა "(ISSA) საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა.
შეკითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს პირველ რიგში? - გამოკითხულთა პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ქართული ოცნება - 31.4%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი - 9.6%
ახალი - 9.1%
საქართველოსთვის - 3.3%
ლელო საქართველოსთვის - 3.0%
ლეიბორისტული პარტია - 1.7%
ევროპული საქართველო - 1.4%
კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო -1.4%
მოქალაქეები - 1.4%
ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა -1.3%
ხალხისთვის - 1.1%
გირჩი - მეტი თავისუფლება/დროა - 1.1%
გირჩი - 1.0%
სამართლიანობისთვის -0.4%
ხალხის ძალა - 0.4%
პატრიოტთა ალიანსი - 0.4%
ერი (ერთობა რაობა იმედი) - 0.3%
რესპუბლიკური პარტია - 0.2%
კანონი და სამართალი -0.2%
სხვა პარტია -0.2%
არ ვიცი/ჯერ არ გადამიწყვეტია -17.3%;
არცერთ პარტიას - 6.9%
უარი პასუხზე -3.6%
არ წავალ არჩევნებზე - 3.3%