მეც მიმიძღვის წვლილი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად მოთრევაში, ბოდიში ბიჭებო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ბოდიშს ვუხდი ქართული პოლიციის 45 000-ზე მეტ თანამშრომელს, რომ მეც მიმიძღვის წვლილი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად მოთრევაში! ე.წ. პრეზიდენტმა დღეს ქართულ პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი ესროლა, პოლიციელის დაწვა წაახალისა! საქართველოს მებრძოლ, პატრიოტ ხალხს ზურგი აქცია, ბოდიში ბიჭებო“, - წერს დიმიტრი სამხარაძე.
დღეს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.