ივანიშვილის მარიონეტმა კალაძემ, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზად არიან საკუთარი ძალაუფლების, საკუთარი ფულის გამო უარი თქვან სუვერენიტეტზე, მზად არიან უარი თქვან ევროპულ პერსპექტივაზე და ქართული სახელმწიფოებრიობა გადაჩეხონ რუსულ უფსკრულში, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა კალაძის განცხადებაზე, რომელშიც თბილისის მერმა განაცხადა: „არცერთი გაერთიანება არ მიღირს, რომელმაც, შესაძლოა, დააზიანოს ჩემი ქვეყნის ინტერესები, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“.
ფავლენიშვილის თქმით, ხელისუფლების საუბარი სახელმწიფოზე და დღუპულ გმირებზე არის ამორალური.
„ივანიშვილის მარიონეტმა კალაძემ, კიდევ ერთხელ განაცხადა ის, რაც ყველამ კარგად დავინახეთ და გავიგეთ - ივანიშვილის ბანდა მზად არის ყველაფერზე წავიდეს, იმისთვის რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. მზად არიან უარი თქვან სუვერენიტეტზე, მზად არიან უარი თქვან ევროპულ პერსპექტივაზე, ქართული სახელმწიფოებრიობა, რომ გადაჩეხონ რუსულ უფსკრულში ამისთვის არიან მზად.
ასე რომ ყველაფერი, რასაც ისინი საუბრობენ სუვერენიტეტზე, სახელმწიფოზე, თუნდაც დაღუპულ გმირებზე - ეს არის ამორალური, რადგან ყველა ის მონაპოვარი, რაც აქვთ სწორედაც რომ დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს, არის სასიკვდილო საფრთხის ქვეშ ივანიშვილის ბანდის პირობებში, რომლებიც საკუთარი ძალაუფლების, საკუთარი ფულის გამო მზად არიან, რომ ყველაფერ ეროვნულზე, ყველაფერ მნიშვნელოვანზე ჩვენი ქვეყნისთვის თქვან უარი.“- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.