პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ვილნიუსში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკთან შეხვედრაზე უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საბჭოთა რაკეტების გადაცემაზე ისაუბრა.
მოლაპარაკებები ვილნიუსში იმ დროს გაიმართა, როდესაც რუსეთის ფართომასშტაბიანმა სარაკეტო შეტევამ გაანადგურა ტრიპოლსკის თბოსადგური კიევის რეგიონში.
„დღეს, ორმხრივი შეხვედრის დროს, ჩვენ ვესაუბრეთ ბატონ პრეზიდენტ ზელენსკის გარკვეულ საშუალებებზე. გვაქვს საბჭოთა პერიოდის რაკეტები, ისინი პოლონეთის მარაგებშია. ჩვენ განვიხილეთ მათი გადაცემის საკითხი უკრაინის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის.
მე გავაგრძელებ ამ თემაზე საუბარს ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, როცა ვარშავაში დავბრუნდები“, - განაცხადა დუდამ.
ზელენსკიმ თქვა, რომ მან პრეზიდენტ დუდას აცნობა გასულ ღამეს სარაკეტო თავდასხმების შესახებ ენერგეტიკულ ობიექტებზე და ხარკოვში არსებული მძიმე ვითარებაზე. მან უთხრა, რომ უკრაინას კრიტიკულად ესაჭიროება პარტნიორების მხარდაჭერა, პირველ რიგში საჰაერო თავდაცვის თვალსაზრისით.
ვილნიუსში სამი ზღვის ინიციატივის სამიტის შედეგების შემდეგ, ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა მიწოდონ უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებები.