საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს იმას, რაც არის რეალობა.
„მგონი, ოპოზიცია თავადაც კარგად ხვდება, სად იმყოფება, მარტივი მიზეზის გამო – ისინი არ დგანან საქართველოს მხარეს, ხოლო ვინც დგას საქართველოს მხარეს, მას აქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა. ეს არის გაკვეთილი მათთვის. ყოველ ჯერზე, როდესაც არ დადგებიან ქართველი ხალხის მხარეს, მიიღებენ ასეთ ვერდიქტს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 60.4 პროცენტს მიიღებდა.