ეს ქვეყანა ყველასია, ევროპული მომავალი ეროვნული არჩევანია, ეს კანონი გვეხება ყველას, ვისაც გვინდა ევროპა, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს
ის ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება.
„ჯერ ერთი, ეტყობა, გაგიჭირდათ, თორემ მორალი ნამდვილად არ დაგიშლიდათ, სადაც საჯარო მოხელეებს ითრევთ დეზინფორმაციის ტირაჟირებაში, სხვასაც მოსთხოვდით. ექიმებო პაციენტებს მიხედეთ, მსახიობებო სპექტაკლი ითამაშეთ, მოცეკვავეებო იცეკვეთ, მომღერლებო იმღერეთ, ფეხბურთელებო, ბურთი აგორავეთ, ქვეყნის ბედს კი ჩვენ განგისაზღვრავთ, ამბობს მდინარაძე. ეს ქვეყანა ყველასია, ევროპული მომავალი ეროვნული არჩევანია, ეს კანონი გვეხება ყველას, ვისაც გვინდა ევროპა“- წერს „ფეისბუქზე“ მელია.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საუბრისას ფეხბურთელებს მიმართა, რომ „მიხედონ თავიანთ მაგარ საქმეს“.
მდინარაძემ განაცხადა: „ბიჭებო მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც ჩემპიონები ხართ, არანორმალურად მაგრები ხართ და მართლა გმირები ხართ. არც ჩვენ გვინდა. გავჩერდეთ“.