ამ ხალხმა ძალიან მოკლე პერიოდის შემდეგ უნდა ითამაშონ ევროპის ჩემპიონატზე და უნდა იყვნენ შემართებით მთელი საქართველოს მხარდაჭერით, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სპორტსმენებეზ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სპორტსმენებს შორის ვიღაც შეიძლება მმართველ პარტიას უჭერდეს მხარს, ვიღაც არა, ამიტომ მათი გაყოფა არ შეიძლება.
„ფეხბურთელებსაც ვთხოვ: ბიჭებო, მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც ჩემპიონები ხართ, არანორმალურად მაგრები ხართ და მართლა გმირები ხართ. არც ჩვენ გვინდა. გავჩერდეთ. დასდევენ, აბულინგებენ. ამ ხალხმა ძალიან მოკლე პერიოდის შემდეგ უნდა ითამაშონ ევროპის ჩემპიონატზე და უნდა იყვნენ შემართებით მთელი საქართველოს მხარდაჭერით. არ შეიძლება მათი გაყოფა. ვიღაც შეიძლება მხარს არ გვიჭერდეს, ან ვიღაც გვიჭერდეს, ვიღაც მეგობარია ჩვენი. ლევან კობიაშვილი ჩვენი ოჯახის წევრია ყველანაირი გაგებით და არ კადრულობს და არ ეუბნება არც ერთ მათგანს მხარდაჭერაზე. გაუჭირდებოდა? ეროვნული ნაკრებიდან მინიმუმ ნახევარი რომ გამოსულიყო და მხარდამჭერი პოსტები დაედო, გაგვიჭირდებოდა? არ ვკადრულობთ და დაანებეთ ამ ფეხბურთელებს თავი. იმ ბიჭებმა უნდა ითამაშონ მთელი საქართველოს სიყვარულით. ყველას სიყვარულით უნდა იყვნენ გაჟღენთილები და გაეშვით. დაანებეთ ცოტა ხანი თავი. რატომ დასდევთ. აბულინგებენ. საიდან არ უვლიან. ნუ გახვევთ შავი ფულისთვის ბრძოლის ბინძურ კამპანიაში. სულ რომ მართლები იყოთ, მაინც გაეშვით, მტყუანები ხართ და გაეშვით”, - განაცხადა მდინარაძემ.