სიტყვას და სიმართლეს აქვს ყველაზე დიდი ძალა და ხვდებიან, რომ მათი ტყუილი მარცხდება მართალი სიტყვით და ამ მართალ სიტყვას ებრძვიან, ეს ეპიკური ბრძოლაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით გაკრული ბანერების დაზიანებაზე საუბრისას განაცხადა.
„არ არის ისტორიაში პირველად, როდესაც მართალ სიტყვას ებრძვიან და ჩვენი საზოგადოება ახლა სწორედ ამას ხედავს. ერთ მუშტად შეიკრნენ ახლა ის ძალები, ვინც დეზინფორმაციით, ტყუილით ებრძვიან მართალ სიტყვას. მათ შორის სულ ახლახან იყო, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, „ფაქტჩეკი“, რომელიც მილიონობით უცხოურ დაფინანსებას იღებს, რომ ვითომ გადაამოწმოს სიმართლე და ტყუილი, განასხვაოს საზოგადოებისთვის ტყუილი და სიმართლე, თავად სოციალურ მედიაში ასპონსორებს ტყუილს. ამ დონეზეც კი არის მისული ასეთი საქმიანობა. მართალ სიტყვას ებრძვიან, რადგან ყველაზე დიდი გავლენა აქვს საზოგადოებაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.