ვინ რა გამაზა და ვინ ავტოგოლი გაიტანა კარგად გაიხსენონ, რადგან საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს. ასევე ძალიან კარგად ახსოვს, ვინ იჯდა მიხეილ სააკაშვილის ფანკლუბში, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" წევრი, საბა ბუაძემ კახა კალაძის განცხადეის კომენტირებისას ტვ პირველის ეთერში თქვა,
„ვინ რა გამაზა და ვინ ავტოგოლი გაიტანა კარგად გაიხსენონ, რადგან საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს. ასევე ძალიან კარგად ახსოვს, ვინ იჯდა მიხეილ სააკაშვილის ფანკლუბში, დღეს რომ სხვებისკენ იშვერს ხელს "ნაცია-ნაციაო". ეს იყო კალაძე, რომელიც სააკაშვილის ფანკლუბში იყო. 7 ნოემბრის შემდეგ, მოსახლეობას სააკაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა, ამიტომ თუ ვინმე არის ფუნდამენტურად ნაცი, ჯერ კიდევ უძველესი დღეებიდან, ეს არის თავად კალაძე. თუმცა ეს არის ძალიან გასაგები, პანიკური, უღირსი პასუხი საზოგადოების ძალიან ჯანსაღ პოზიციაზე და ჯანსაღ თვითორგანიზაციაზე, რომელიც რუსული კანონის და ევროპული არჩევანის დასაცავად ხდება ახლა", - ამბობს ბუაძე.