ჯერ სააკაშვილის და ახლა ივანიშვილის პრომო ბიჭუნამ ფეხბურთიც დაყო ნაცებად და ქოცებად, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის მამაზე როინ ქოჩორაშვილზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„ამას ახლახან ვურჩიე, ან ფეხბურთისთვის მიეხედა, ან თავისთვის ეშველა. ვერ მიხვდა. მისი არჩევანი გასაგებია.
ჯერ სააკაშვილის და ახლა ივანიშვილის პრომო ბიჭუნამ ფეხბურთიც დაყო ნაცებად და ქოცებად.
ქოჩორაშვილი და ნაკრების ბიჭები მიხედავენ ფეხბურთს და საქართველოს ევროპაშიც ასახელებენ.
კალაძეს და მის ამჟამინდელ პატრონს კი ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გასცემს ყველა იმ უღირსობაზე, რასაც ახლა კადრულობენ“, - წერს გიორგი გახარია.
დღეს კახა კალაძემ განაცხადა, რომ გიორგი ქოჩორაშვილის მამა როინ ქოჩორაშვილი „ნაცია“.