რუსმა ოლიგარქმა რუსული კანონი შემოაბრუნა - ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე გამოუტანა ვერდიქტი რუსულ კანონს, ქართველი ხალხი ასევე გამოუტანს ვერდიქტს რუსულ ხელისუფლებას, - ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
„ისტორიის არქივი ინახავს პუტინის არაერთ პრესკონფერენციას, სადაც მან ასეთი რუსული კანონი რომ დააინიცირა, თქვა, თითქოს რუსეთში იმ კანონს უნდა უზრუნველეყო გამჭვირვალობა.
დღეს ცხადია, რა იყო რუსეთში ამ კანონის ამოცანა. იგივე ამოცანა აქვს რუსულ კანონს საქართველოში. ეს არის რუსული მითითება. ბიძინა ივანიშვილი მესამედ საჯაროდ დაბრუნდა პოლიტიკაში და ისმება კითხვა - რა მოიტანა მან ქართველი ხალხისთვის: სამუშაო ადგილები? არა; ახალგაზრდებისთვის პერსპექტივა? არა; სოციალური პროექტი? არა; ქვეყნის უკეთესი მომავალი? არა. ერთადერთი რამ მოიტანა - რუსმა ოლიგარქმა რუსული კანონი შემოაბრუნა. ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე გამოუტანა ვერდიქტი რუსულ კანონს, ქართველი ხალხი ასევე გამოუტანს ვერდიქტს რუსულ ხელისუფლებას”, - განუცხადა ჟურნალისტებს ანა ნაცვლიშვილმა.