რუსეთის ძალებმა ხარკოვზე კიდევ ერთი დარტყმა განახორციელეს. დაიღუპა ერთი და დაიჭრა ერთი ადამიანი.
ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეჰ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ოკუპანტებმა დაარტყეს ხარკოვის შევჩენკოს რაიონს. წინასწარი მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი დაიჭრა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ცეცხლი გაუჩნდა ავტომობილს“, - იუწყება სინეგუბოვი.
ამასთან, ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის თქმით, მტერმა დარტყმა მართვადი ავიაბომბით განახორციელა.
შეგახსენებტ, ხარკოვში გასულ ღამეს რუსეთის იერიშის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა.