უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ფრონტზე ყველაზე რთული ვითარება სამი მიმართულელბით არის.
სირსკის თქმით, რუსეთი ახლა დღე და ღამე შეტევით მოქმედებეს ახორციელებს., იყენებს თავდასხმის ჯგუფებს, რომლებსაც მხარს უჭერს ჯავშანტექნიკა. სირკსის თქმით, მტრის მიზანი არ შეცვლილა - მას სურს მიაღწიოს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებს განსაკუთრებით უჭირთ ბახმუტის მიმართულებით. საუბარია ჩასივ იარსა და კლეშიივკას აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიებზე. ასევე რთულია ვითარებაა ავდიივკის მიმართულებით ბერდიჩევის, ორლოვკის, ვოდიანოეს, პერვომაისკის მიდამოებში და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით - ნოვომიხაილოვკის მიდამოებში.
”დღეს უმძიმესი ბრძოლები გრძელდება პერვომაისკისა და ვოდიანოეს რაიონებში, ასევე ჩასივ იარის აღმოსავლეთით, სადაც მტერი ცდილობს ჩვენი ჯარების თავდაცვის გარღვევას”, - აღნიშნა სირსკიმ.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ ჩასივ იარი 6 აპრილის მდგომარეობით უკრაინის კონტროლის ქვეშ იმყოფება. ამრიგად, მან უარყო ინფორმაცია რუსული დანაყოფების წარმატების შესახებ, რომელსაც რუსული მედიარესურსები იუწყებოდნენ.