უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხარკოვში ღამით რუსეთის იერიშის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა ქალაქის კიდევ 10 მცხოვრები.
ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის ცნობით, მტერმა შევჩენკოს რაიონში საცხოვრებელ კორპუსებს დაარტყა.
ტერეხოვის ცნობით, შაჰედები მოხვდა საცხოვრებელ შენიბებს - დაზიანდა სლ მცირე 9 მრავასართულიანი კორპუსი, სამი საერთო საცხივრებელი, რმდენიმე ადმინისტრაციული შენობა, მაღაზიები, ავტოგასამართი სადგურები, ავტომობილები.
„ხარკოვში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“, - აღნიშნა ტერეხოვმა.