უკრაინული მედიის ცნობით, ზაპოროჟიეზე რუსეთის განმეორებითი დარტმის შედეგად დაშავდა ტელერახ "1+1"-სა და სააგენტო „უკრინფორმის“ ჟურნალისტები დაშავდნენ.
დღეს, 5 აპრილს რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს წინააღმდეგ მეორე იერიში განახორციელეს, როდესაც ადგილზე მაშველები და პოლიციელები მუშაობდნენ. მათთთან ერთად იმყოფებოდნენ ჟურნალისტებიც. ფეხში დაიჭრა „უკრინფომის“ ჟურნალისტი ოლჰა ზვონარიოვა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რუსეთის დარტყმის შედეგად ასევე დაიჭრა "1+1"-ისჟურნალისტი კირა ოვესი. ეროვნული პოლიციის ცნობით, რუსეთმა ზაპოროჟიეს სამი რაკეტით შეუტია, რის შემდეგაც განმეორებითი დარტყმა განახორციელა.
რუსეთის იერიშს სამი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ 19 ადამიანი.