ქართველი ხალხის დაწყებული ბრძოლა 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ გამარჯვებით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 2024 წელი არის ცვლილებების უნიკალური შესაძლებლობა.
„ძალიან მარტივი რამე მინდა ვუთხრა ყველას, განსაკუთრებით მაყურებელს - ჩემო ძვირფასებო, ამ ადამიანების, ამ პროფესიების უკან არიან ოჯახები, შვილები, შვილიშვილები და არის ის მომავალი თაობა, რომელსაც უნდა ჰქონდეთ უზრუნველი ცხოვრება. ამ ადამიანებს 24 საათი უწევთ შრომა იმისთვის, რომ ოჯახები გამოკვებონ. ამ პროფესიის ადამიანების ანაზღაურება არის მიზერული. მძიმე პირობებში მუშაობენ, თუმცა შემოსავალი არ აქვთ იმდენი, რომ გამოკვებონ საკუთარი ოჯახები, რომ გადაიხადონ გადასახადები და ყველას ეს ადამიანი, რომელიც სამსახურიდან ბრუნდება სახლში, უნდა გადაიხადოს გაძვირებული კომუნალური გადასახადი. მეეზოვე, რომელიც დაბრუნდება სახლში, მას მოუწევს გაძვირებული პროდუქტის ყიდვა. გლოვოს თანამშრომელი, რომელიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად მუშაობს, შრომობს და გამოიმუშავებს, ამ ადამიანს დახვდება გაძვირებული სერვისები ყველგან, ამიტომ ის პრობლემები რაც ჩვენ გვაქვს, ახალ რუსული პარტია ცდილობს ივანიშვილის ხელით, რომ იქნებ ამაზე არ ვისაუბროთ, იქნებ პედაგოგის პრობლემაზე არ ვისაუბროთ, ბაღებში კიდე უფრო კატასტროფული სიტუაციაა, სადაც 300-400-500 ლარზე უწევთ მუშობა და ეს კანონი რომ შემოიტანეს, მარტივი კითხვა დაუსვით თქვენ საკუთარ თავს - ვის რა სიკეთე მოგეცემათ ამ კანონით? პროდუქტები გაიაფდება, კომუნალურები დაიკლებს, ხელფასები მოგემატებათ, სამუშო ადგილები შეიქმნება თუ ემიგრანტები დაბრუნდებიან? ეს კანონი რისთვის არის საჭირო? მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა ე.წ. „პატაკი“ - მის ენაზე, ჩააბაროს რუსეთს, რომ ჩვენ არ გვინდა ევროკავშირი, ეს არის ნათელი გამოხატულება პირდაპირი სიგნალი, რომ ისინი უარს ამბობენ ევროკავშირზე, მათ არ უნდათ ევროპული შემოსავალი, ევროპული ეკონომიკური დოვლათი, ევროპული ცხოვრება და ამ პროფესიის ადამიანები ,რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ - მეხანძრე მაშველიდან დაწყებული, მაღაზიის კონსულტანტით გაგრძელებული, ევროპაში მუშაობენ 1000-2000-3000 ევროზე და არა ისე, როგორც საქართველოში უწევთ გადარჩენისათვის შრომა. ექთნები, რომლებსაც 400-500-600 ლარი აქვთ ხელფასი.
2024 წელი არის უნიკალური შესაძლებლობა ცვლილებების და მათ შორის ამ რუსულ კანონთან დაკავშირებით, ყველას - სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს ერთი მთავარი ამოცანა უნდა გვქონდეს - არ დავკარგოთ ის, რაც მოგვცა ევროკავშირმა, ვგულისხმობ კანდიდატის სტატუსს, და არა თუ დაკარგოთ კანდიდატის სტატუსი, არამედ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რადგან კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის დაწყებული ბრძოლა 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ გამარჯვებით და თითოეულ თქვენგანის ოჯახში, თითოეულმა თქვენგანმა იგრძნოს ის ყველაფერი, რასაც დღეს მხოლოდ ხელისუფლება და მისი ოჯახის წევრები გრძნობენ.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.