საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მეგობარი ევროპარლამენტარები საქართველოს მეგობრები ვერ იქნებიან.
მისი თქმით, ასეთი ევროპარლამენტარებისგან კარგს არაფერი არ უნდა ველოდოთ.
„ზოგადად სერიოზულად არ ვუყურებ, რა თქმა უნდა, ასეთ შეფასებებს. ჩვენ ევროპარლამენტში ცალკეულ ევროპარლამენტარებს ვხედავთ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მეგობრები არიან. დამთავრდა, ამით ყველაფერი ნათქვამია. მიხეილ სააკაშვილის მეგობარი დეფინიციითვე საქართველოს მეგობარი ვერ იქნება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ახლა ასეთი ხალხისგან კარგს არაფერს ქართველი ხალხი არ ელის, მით უმეტეს, ჩვენ რეზოლუციები ნანახი გვაქვს, სადაც ტყუილს, დეზინფორმაციას საქართველოსთან დაკავშირებით წერდნენ. მერე, რომ აღმოვაჩინეთ, რომ ეს ტექსტები შედგენილი არის ლობისტების მიერ და აქ არის ეჭვი პოლიტიკური კორუფციისა, მათ შორის, რომ პოლიტიკური კორუფციის გავლენით, ასეთი შინაარსის ტექსტების მომზადება ხდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.