უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკარინას რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, მტერი უკრაინას 5 რაკეტითა და 13 „შაჰედით“ დაესხა თავს.
უკრანის დამცველებმა 13-ვე დრონი ზაპოროჟიეს, ოდესისა და დნიპროპეტროვკის ოლქებში ჩამოაგდეს.
გარდა ამისა, რუსებმა ბელგოროდის ოლქიდან ორი S-300/S-400 საზენიტო მართვადი რაკეტა და 3 "ისკანდერ-მ" ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. დრონებით შეტევა იყო ანექსირებული ყირიმიდან.