ქართული ოცნების მიერ "რუსული კანონის" ხელახლა მიღების ინიციატივას გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ეხმიანება. ორგანიზაცია სოციალურ ქსელ X-ში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც მოუწდებს ხელიუფლებას გაიწვიოს კანონპროექტი.
"ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონპროექტი, რომელიც "გარე ძალის ინტერესებში მოქმედი ორგანიზაციების" იარლიყს აკრავს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას, რომლებიც თავის დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ. ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას". – წერს კომიტეტი .