დიდი მობილიზაციის გარეშე, რუსეთი ვერ შეძლებს განახორციელოს რაიმე ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაცია უკრაინაში. ამის შესახებ ნატო-ს მაღალჩინოსანმა ბრიუსელში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში მედიას განუცხადა.
ნატო-ს წარმომადგენლის თქმით, რუს სამხედროებს ამისთვის ჯერ კიდევ არ გააჩნიათ საბრძოლო მასალა და მანევრირებადი დანაყოფები, „ისინი დიდი ალბათობით გააგრძელებენ თავდასხმებს, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების გამოფიტვას“, - თქვა მან..
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის არმიის ადგილობრივ სარდლობას ჯერ კიდევ არ შეუძლია ადგილზე კომპლექსური ოპერაციების ორგანიზება და ვეღარ ახერხებს სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების შენარჩუნებას. ამავდროულად, რუსეთს რჩება მნიშვნელოვანი უპირატესობა უკრაინასთან შედარებით ცოცხალი ძალის, საბრძოლო მასალის რაოდენობით და აღჭურვილობის თვალსაზრისით.
ამავდროულად, წყაროს თქმით, ნატო ამჟამად ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ფართომასშტაბიანი მობილიზაციას ამზადებს. დასავლური დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ახლა აქვს ბევრი სხვა პრობლემა ქვეყნის შიგნით მოსაგვარებელი და ამიტომ უნდა განაგრძოს მისი გადმოსახედიდან არჩევნების შემდეგ ძლიერებისა და ნდობის დემონსტრირება. წყაროს თქმით, ამ დროისთვის რუსეთის ხელისუფლებას სურს შემოიფარგლოს რეგულარული გაწვევის კამპანიით.