საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ არა მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.
შეხვედრას ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „ევროოპტიმისტების“, „ახლის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე - პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები
პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა რომ აუდიენციაზე მხარეებმა მხოლოდ აზრები გაცვალეს იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს რუსული კანონის წინააღმდეგ. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციისთვის პროტესტის აგორება არ უთხოვია.
„ერთდაერთი შემთხვევა იყო ლამის ჩემს ცხოვრებაში, რომ ყველა ქალი იყო, მათ შორის, პრეზიდენტი და მარტო მე ვიჯექი ტორტის მარწყვივით კაცი. არჩევნებზეც ვისაუბრეთ, მაგრამ ისე არ ყოფილა, რომ სალომე ზურაბიშილმა გვითხრა, რომ ახლა მე ვიქნები 9 ძმა ხერხეულიძის დედა, დროშით გაგიძღვებით და დანარჩენებმა ხმალი ალესეთ. უბრალოდ, აზრები გავცვალეთ, რომ რა გველის წინ, რამდენად რთული იქნება, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ რაღაც ცვლილებები მოხდეს, - განაცხადა ელისაშვილმა
კანონის ხელახალი ინიცირების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ მმართველი პარტია საკუთარი გადაწყვეტილებით საბოტაჟს ეწევა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.
„'ოცნებამ' თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა - ევროპას უთხრა „არა“!.. ყველა შესაძლო საკითხზე, რაც განაპირობებს ჩვენს ხვალინდელ დღეს და მოლაპარაკებების გახსნას, ყველა ამ მიმართულებით უთხრა მკაფიო უარი...
„ოცნება“ არის დაკავებული ჩვენი ევროპული გზის და ჩვენი მომავლის საბოტაჟით!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.