რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა, საქართველოში „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ ხელახლა ინიცირებასთან დაკაშვირებით კომენტარი გააკეთა.
პესკოვს კითხვა დაუსვეს ადევნებს თუ არა კრემლი საქართველოში კანონპროექტის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და აკონტროლებს თუ არა კრემლი საქართველოში არსებულ სიტუაციას.
მისი თქმით, საქართველო მეზობელი ქვეყანაა და იქ ვითარების სტაბილურობა რუსეთის ინტერესებშია.
"რა თქმა უნდა, საქართველო ჩვენი მეზობელია. რა თქმა უნდა, საქართველოში ვითარების სტაბილურობა და პროგნოზირებადი ვითარებს ჩვენს ინტერესებშია.
"ჩვენ ნამდვილად ვხედავთ ოპოზიციის საკმაოდ მკვეთრ და მწვავე რეაქციას ასეთ გეგმებზე, მაგრამ საჭიროა ალბათ, მათთვის უფრო აქტიური ახსნა. აბსურდულია ეს რუსულ პროექტად მივიჩნიოთ, - თქვა პესკოვმა.
მისი თქმით, პირველი ქვეყანა, რომელმაც შეიმუშავა უცხო აგენტებთან ბრძოლის ეს სისტემა, არის ამერიკის შეერთებული შტატები.
"ახლა ყველა ქვეყანა ებრძვის ებრძვის მათ, ვინც არის უცხო სახელმწიფოს აგენტი, იღებს ფულს ან იმყოფება უცხო სახელმწიფოების გავლენის ქვეშ. ეს არსებითად გლობალური პრაქტიკაა", - განაცხადა პესკოვმა.
მან დასძინა, რომ „არც ერთ სუვერენულ სახელმწიფოს არ სურს სხვა ქვეყნების ჩარევა მის შიდა პოლიტიკაში“.