უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 4 აპრილის ღამეს ხარკოვზე რუსი ოკუპანტების თავდასხმას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ რუსეთი პასუხს აგებს ტერორისტული ქმედებებისთვის.
ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელ Х-ში წერს.
"თავდასხმა ხარკოვზე, ჩვეულებრივ საცხოვრებელ კორპუსზე. სამი შაჰედით. ნაძირლური და ცინიკური თავდასხმა, როდესაც მაშველები მივიდნენ თავდასხმის ადგილზე, ტერორისტები კვლავ თავს დაესხნენ," - წერს ზელენსკი.
მისი თქმით, თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის სამი მაშველი და ერთი სამოქალაქო პირი.
ასევე, დაშავებულია 10-ზე მეტი ადამიანი, ყველა მათგანი საჭირო დახმარებას იღებს.
ზელენსკიმ მიუსამძიმრა დაღუპულების ოჯახებს და ახლობლებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსი ტერორისტები პასუხის აგებენ ხარკოვში თავიანთი ქმედებებისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიისთვის.
"ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ქალაქები და სოფლები და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები. უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება პირდაპირ ნიშნავს სიცოცხლის გადარჩენას", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ოკუპანტები გასულ რამეს ხარკოვს "შაჰედებით" თავს დაესხნენ - დაიღუპა 4 ადამიანი და დაშავდა სულ მცირე 12.