"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს პრეზიდენტს სახლში წასვლას ურჩევს.
მისი თქმით, პრეზიდენტის განცხადებებს მნიშვნელობა აღარ აქვს.
„ზურაბიშვილს ვუპასუხებ ორი სიტყვით:" წავიდეს სახლში". მას აღარ ენდობა არავინ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებში, მნიშვნელობა არ აქვს რას იტყვის ზურაბიშვილი, იმიტომ, რომ თავისი ხალხის წინააღმდეგ განცხადებები აქვს გაკეთებული, სახელმწიფოს წინააღმდეგ განცხადებები აქვს გაკეთებული და ლეგიტიმაცია მას აღარც ხალხიდან აქვს და არარც სახელმწიფო ინსტიტუტებიდან, იმიტომ, რომ ყველა კონსტიტუციურ ორგანოს დაუპირისპირდა: მთავრობას, პარლამენტს, საკონსტიტუციო სასამართლოს, - თქვა გურამ მაჭარაშვილმა.