ვწუხვარ, რომ ხალხის ყურადღება ამ მხრივ მივიპყარი, რადგან მე ასეთი ლექსიკით არ გამოვირჩევი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ მის მიერ პარლამენტში, ქალების მიმართ წარმოთქმულ უხამს და შეურაცხმყოფელ ფრაზებთან დაკავშირებით განაცხადა.
ტყუილია, რომ ჩემი ეს რაღაც აღშფოთება, გაბრაზება ქალთა კვოტირების საკითხს ეხებოდა. აბსოლუტურად არ იყო ერთმანეთთან შემხებლობაში. მე მესმის, რომ პარლამენტი არც სტადიონია და არც საკუთარი ოჯახი, თუმცა, იქაც გვაქვს ჩვენ უფლება, რომ პირადი სივრცე გვქონდეს [...] მაგრამ, მაინც არ ვარ მართალი, იმ შემთხვევაში, როცა ეს პარლამენტის დარბაზში ხდება.
რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს გამონათქვამს. საზოგადოების წინაშე ვწუხვარ. რა თქმა უნდა, ეს მისაღები არ არის. წარმოსათქმელად მიზანშეუწონელია, მოსასმენად კი უკიდურესად არასასიამოვნო. ვწუხვარ, რომ ხალხის ყურადღება ამ მხრივ მივიპყარი, რადგან მე ასეთი ლექსიკით არ გამოვირჩევი - ჩემი კოლეგებიც დამეთანხმებიან, მათ შორის, მტრულად განწყობილებიც”, - თქვა ოდიშარიამ.