ძალიან სამწუხაროა და წარმოუდგენელი ფორმულირება არის. მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი. ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა ჟურნლისტთან საუბრისას ბექა ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატების შეურაცხყოფაზე თქვა.
ჟურნალისტის შეკითხვაზეეთიკის საბჭოს რამდენად ექნება რეაგირება ამასთან დაკავშირებით, ნინო წილოსანმა თქვა:
“არ არის ეს ჩემი კომპეტენცია ეთიკის საბჭოსთან დაკავშირებით. ბოდიშს ვიხდი, ძალიან არასწორი ფორმა არის უკან რომ მომყვებით, ძალიან ცუდად ჩანს და თქვენს ოპერატორთან უხერხული არის... რეაგირების მექანიზმები ყველა დეპუტატს შეუძლია თავისით გამოიყენოს, ამიტომ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, რომ გამოიყენონ. კიდევ ერთხელ ძალიან ვწუხვარ ამ ძალიან უხამსი კომენტარის გამო“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
დღეს, "ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენა.