საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანიპარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატის ბექა ოდიშარიას მიერ ოპოზიციონერ ქალი პოლიტიკოსებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ეხმიანება.
"ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რაც დღეს პარლამენტში ვიხილე, დაუშვებელია უხამსი და შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ. მოვუწოდებ ყველა დეპუტატს თავი შეიკავოს ქალების დამცირებისა და შეურაცხყოფისგან და დაიცვან ეთიკის მინიმალური სტანდარტები! ეს არავის მატებს ღირსებას!” - წერს ლევან იოსელიანი.