თუ ასეთი მიმართვა მართლა იყო, მიგვაჩნია, რომ ბოდიშის მოხდა საჭიროა - ამის შესახებ ამბობს ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ მისი თანაგუნდელის, ბექა ოდიშარიას მიერ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატებისთვის მიყენებულ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით განაცხადა.
„თუ ასეთი მიმართვა მართლა იყო, რაც მედიაში ვნახეთ, მაშინ, მიმაჩნია და მიგვაჩნია, რომ ბოდიშის მოხდა საჭიროა. ამასთან დაკავშირებით, ბატონი ბექა ოდიშარია გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. დარწმუნებული ვარ, ამ სიტუაციაში მას არ შეეშლება, რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა მოიქცეს“, - თქვა თალაკვაძემ.