არჩევნები მოდის ცოტა ხანში, ხელისუფლებამ ჩვენზე კარგად იცის რეალური ციფრები, რომ არც კონსტიტუციური უმრავლესობა, არც მიშას დაბრუნება არ იქნება, ეს ყველაფერი მითებია, რითაც უნდათ, შეაშინონ საზოგადოება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილზე ბრიფინგზე რუსული კანონის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ შეურაცხყოფაზე პასუხის არის ის, რომ ყველა გავიდეს არჩევნებზე ევროპული დროშის ქვეშ.
„პასუხი ამ ყველაფერზე, ამ უზრდელობაზე, ამ უხეშობაზე და ძალიან დიდ შეურაცხყოფაზე საქართველოს მიმართ, რასაც ჰქვია რუსული კანონი და რუსული მიმართულება, არის ერთადერთი - ეს არის არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმა, არჩევნები მოდის ცოტა ხანში, ხელისუფლებამ ჩვენზე ბევრად კარგად იცის, ყველაზე კარგად იცის, თუ რა არის რეალური ციფრები, ძალიან კარგად იცის, რომ არც კონსტიტუციური უმრავლესობა, არც მიშას დაბრუნება, ეს ყველაფერი უკვე მითებია, რითაც უნდათ, რომ შეაშინონ საზოგადოება, რეალობა არის, რომ არსებობს ქვეყანაში დიდი უმრავლესობა, რომელმაც იცის, რა უნდა და უნდა ამ ქვეყნისთვის დამოუკიდებელი და ევროპული მომავალი, ჩვნ უნდა გავიდეთ არჩევნებზე, უდიდესი მობილიზაცია არის ამისთვის საჭირო, არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა, აქ საჭირო არის მომზადება, მომზადება იმისთვის, რომ ყველანი გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ, რამდენიმე პარტიით ალბათ, მაგრამ ეს არის ერთი ევროპული დროშა, ევროპული სამოქმედი გეგმა, რაც არ ნიშნავს, პარტიების მაინცდამაინც გაერთიანებას, მაგრამ ნიშნავს მათ გამსხვილებას, და რაც მტავარია, ეს ნიშნავს საზოგადოების გაერთიანებას, ეროვნულ თანხმობას ევროპაზე და ამ დროშას მე დავიჭერ ბოლომდე ვიქნები თქვენთან ერთად, რომ ევროპამ და ევროპულმა საქართველომ გაიმარჯვოს ამ მომავალ არჩევნებზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.