უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ივნისისთვის დამატებით 300 ათასი ჯარისკაცის მობილიზებისთვის ემზადება.
ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში ფინეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„შემიძლია ვთქვა, რომ ივნისისთვის რუსეთი მზად არის 300 ათასი დამატებითი ჯარისკაცის მობილიზებისთვის“, - თქვა ზელენსკიმ.
მან ასევე, უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენი მობილიზებული იქნება უკრაინის არმიაში წელს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ნახევარი მილიონის მობილიზება საჭირო იქნება.
„რაც შეეხება კონკრეტულ რაოდენობას, მობილიზებულების, ვერ გეტყვით... ჩვენ არ გვჭირდება ნახევარი მილიონი“, - განაცხადა ზელენსკიმ.