ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნება, NGO-ების "გამჭვირვალობაზე" რუსული კანონი ხელახლა დაინიცირებას აპირებს.
ბოკერიას თქმით, ამაზე პასუხი მშვიდობიანი პროტესტი და რეჟიმის შესაცვლელად, არჩევნებზე საზოგადოების მობილიზება უნდა იყოს.
"სამწუხაროდ, ევროპული საქართველოს პროგნოზი გამართლდა და სტატუსის მიღების შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმმა გააგრძელა, გააღრმავა ანტიდასავლური პოლიტიკა, ძალის დემონსტრირება. ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ამ რეჟიმის პირობებში, შეუძლებელია, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიაღწიოს ევროპულ, დასავლურ მომავალს და ამაზე პასუხი უნდა იყოს მშვიდობიანი პროტესტი და არჩევნებზე საზოგადოების სრული მობილიზაცია, ამ რეჟიმის შესაცვლელად".- განაცხადა გიგა ბოკერიამ.