ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში - "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას ოპოზიციის მწვავე რეაქცია მოჰყვა.
დეპუტატებმა, ხატია დეკანოიძემ და ალეკო ელისაშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით განაცხადეს, რომ ეს არის „რუსული კანონი“.
შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის ანტიქართული პროპაგანდა.
„ეს არის ანტიქართული პროპაგანდა, რომელსაც თქვენ აქ ეწევით. ქართულ პარლამენტში ანტიქართულ პროპაგანდას და ამ ძახილის უფლებას არ მოგცემთ, ყველასთან გავთიშავ მიკროფონს, ვინც რუსულ კანონს გამოიყენებს. ანტიქართულ პროპაგანდას დაანებეთ, ქართველ ხალხს ნუ ატყუებთ, გაგივიდათ შარშან, წელს არ გამოგივათ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.