ყველა პოტენციურმა აგრესორმა უნდა იცოდეს, რა ელოდება მას, თუ მშვიდობას გაანადგურებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა ჰააგაში ნიდერლანდებისა და ევროკავშირის ორგანიზებით, კონფერენციაზე „სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის“, რომელსაც ის დისტანციურად დაესწრო.
„სამართლიანობა არის სწორედ ის ხაზი, საიდანაც შეიძლება დაიწყოს მოძრაობა მშვიდობისკენ. იარაღი იძლევა ფიზიკურ დაცვას, მაგრამ სამართლიანობა აღადგენს სიცოცხლის უსაფრთხოების განცდას, რომელიც დაცული იყო იარაღის ძალით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ დელეგატები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან და ორგანოებიდან, მათ შორის „ევროჯასტიდან“ და ევროპის საბჭოდან.