ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ ისრაელის თავდასხმის შედეგად ღაზაში უდანაშაულო ადამიანები ემსხვერპლნენ.
მისი თქმით, ისრაელის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს აღარ განმეორდეს.
„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, როდესაც ჩვენი ძალებმა უნებლიედ დაარტყეს უდანაშაულო ადამიანებს ღაზის სექტორში.
ასეთი რამ ომში ხდება, ჩვენ ბოლომდე ვამოწმებთ, მთავრობებთან ვართ კავშირში და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს აღარ განმეორდეს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, ღაზის სექტორში დეი ალ-ბალაჰის რაიონში ისრაელის იერიშს საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომლები ემსხვერპლა.