ღაზის სექტორში დეი ალ-ბალაჰის რაიონში ისრაელის იერიშს საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ წევრები ემსხვერპლენ. იუწყება CNN
პალესტინის საონფორმაციო სააგენტო WAFA ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის იერიშის სამიზნე დეირ ელ-ბალაჰის დასავლეთ ნაწილში სატრანსპორტო საშუალება გახდა.
„ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლები დაიღუპნენ ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს, როდესაც ისინი ჰუმანიტარული საკვების მიწოდების მხარდასაჭერად მუშაობდნენ. ეს არის ტრაგედია. ჰუმანიტარული მუშაკები და მოქალაქეები არასოდეს უნდა იყვნენ სამიზნეები“, – აღნიშნულია „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ ორგანიზაციის განცხადებაში.
გავრცელებული ცნობით, თვადასხმის შედეგად ავსტრალიის ერთი მოქალაქე, დიდი ბრიტანეთის ორი და პოლონეთის ერთი მოქალაქე, ასევე, ჯერჯერობით დაუდგენელი ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირი და ერთი პალესტინელი დაიღუპა.