მისი თქმით, გენდერული კვოტირების გაუქმებაუნდოდა „ქართულ ოცნებას“. მისივე თქმით, „გირჩის“ იდეოლოგია გასაგებია, ისინი ფიქრობენ, რომ კვოტირება ქალების დისკრედიტაციაა, თუმცა თავდა ასე არ ფიქრობს.
„სავალალოა, როცა ბევრი პრობლემის ფონზე, ერთადერთი, რაზეც შეთანხმდნენ, ეს არის ქალთა კვოტირების გაუქმება. თანასწორობა როცა არსებობს, მაშინ შესაძლებელია, პოზიტიურ დისკრედიტაციაზე არ ვიმსჯელოთ, მაგრამ ეს არის დროებითი ნორმა, რომელიც მნიშვნელოვანია, რათა ბევრი ქალი იყოს პარლამენტში. რას იზამენ, ადგილობრივ წარმომადგენლობაშიც გააუქმებენ კვოტირებას? ეს ხომ მეტი ბარიერი იქნება ქალებისთვის? დიდი ხანია, „გირჩის“ იდეოლოგია გასაგებია, ისინი ფიქრობენ, რომ კვოტირება ქალების დისკრედიტაციაა, მე ასე არ ვფიქრობ. ალბათ ჰგონიათ, რომ ამ ნორმას თუ გააუქმებენ, ეს დააზღვევთ, უფრო მეტი ძალისხმევა მიმართონ ახალგაზრდა ქალების მოძებნისთვის. დიდი ხანია, ეს ყველაფერი „ქართულ ოცნებას“ უნდოდა, მაგრამ მიკვირს, ასეთი შეთანხმება რატომ არის. უფრო შეიძლებოდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოფილიყო ბარიერის დაწევა, ვიდრე ქალების საკითხის ასე ჩაჩეხვა და კვოტების გაუქმება, რაც 2028 წლამდე უნდა ყოფილიყო“, – განაცხადა დეკანოიძემ.
დღეს, 1 აპრილს გირჩი საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა.„გირჩში“ განაცხადეს, რომ „ქართული ოცნება“ გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას მხარს თუ დაუჭერს, „გირჩი“ ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე წარდგენილ კანდიდატს დაუჭერს მხარს. „გირჩის“ მიერ ინიცირებულ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება დღეს ბიუროს სხდომაზე მოხდება.