მუნიციპალური არჩევნები თურქეთში თურქული დემოკრატიის გამოვლინებად იქცა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მმართველი პარტიის „სამართლიანობა და აღორძინება შტაბში გამოსვლისას განაცხადა.
„მიუხედავად შედეგებისა, ამ არჩევნებში გამარჯვებული იქნება, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი დემოკრატია, ჩვენი ხალხის ნება. საარჩევნო მარათონის გამარჯვებულები, პირველ რიგში, არა კანდიდატები, არამედ თურქეთი, ქვეყნის 85 მილიონი მოქალაქეა, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
მისი თქმით, "ხალხის ნებაზე მაღლა არაფერი დგას."
სააგენტო "ანადოლუს" ცნობით, ქვეყნის მასშტაბით გახსნილი საარჩევნო ყუთების 99,45 პროცენტის დათვლის შემდეგ ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ 37,72 პროცენტით ლიდერობს, პრეზიდენტ ერდოღანის პარტიას „სამართლიანობა და აღორძინება“ კი ხმების 35,52 პროცნტი აქვს.