კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ არ გამორიცხა, რომ რუსეთის სახმელეთო ძალებმა შესაძლოა კიდევ სცადონ უკრაინის დედაქალაქის დაკავება. ამის შესახებ მან გამოცემა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
"კიევი იყო და რჩება პუტინის სამიზნე, რადგან დედაქალაქი ქვეყნის გულია. მაგრამ ჩვენ ამისთვის ბევრად უკეთ ვართ მომზადებული, ვიდრე ორი წლის წინ ვიყავით. თუ პუტინი მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, ეს იქნება სისხლიანი გადაწყვეტილება“, - დასძინა კიევის მერმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ კიევი არ არის მზად მოლაპარაკებების ან ომის „გაყინვის“ განსახილველად.
„ეს არასწორი მიდგომაა, ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა. ჩვენ არ მივცემთ რუსეთს ტერიტორიებს. ეს არ შეიძლება იყოს კომპრომისი“, - განაცხადა კლიჩკომ.