იქ, სადაც მერაბიშვილ-კეზერაშვილია, 5 სააკაშვილიც რომ იყოს, კოსტავა რომ გააცოცხლო და გამსახურდია ენმ-ში მიიყვანო, არაფერი არ გამოვა", - ამის შესახებ პარტია "ახალის" თანათავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "პოლიტიკური ამბების" ეთერში განაცხადა.
მელიას თქმით, ივანიშვილის გუნდისა და წინა ხელისუფლების მიერ გაჟღერებული თვალსაზრისი, რომ პატარა პარტიები 2024 წლის არჩევნებში ბარიერსაც კი ვერ გადალახავენ, სიცრუეა.
დარწმუნებული ვარ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაზე" უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ. ვიღაცებს რომ ჰგონიათ, თუნდაც "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლები ერთგვაროვანი ამომრჩევლები იყვნენ, მაპატიეთ და სინაზე გაბმული ძაღლივით არის და მართლა ციფხუტს მიყვება, რომელსაც არც შინაარსი, არც იდეა, არც მიზანი, ამოცანა და აინტერესებს მერაბიშვილ-კეზერაშვილი, ღმერთმა გაუმარჯოს ასეთ ამომრჩეველს, მე სხვანაირად ვფიქრობ. სრულ რომ ხუთი სააკაშვილი იყოს, იქ, სადაც კეზერაშვილ-მერებაშვილია, არაფერი არავის არ გამოუვა არასდროს", - განაცხადა მელიამ.