უკაცრავად, მაგრამ ვერ შეგითანხმებთ ახლა ბიძინა ივანიშვილი დილიდან საღამომდე რას აკეთებს, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ივანიშვილთან კომუნიკაცია არ აქვს, რადგან მმართველი პარტიის საპატიო თავმდომარე "ოცნებაშია", ის კი მხოლოდ უმრავლესობაში.
„კარგია, რომ ინტერესდებით, ბატონი ბიძინა ივანიშვილი რას საქმიანობს, მე გეტყვით, რომ ის ადრეც და ახლაც საქმიანობს საქართველოს სასარგებლოდ. რაც შეეხება მის დღის რეჟიმს, უკაცრავად, მაგრამ ვერ შეგითანხმებთ ახლა ბიძინა ივანიშვილი დილიდან საღამომდე რას აკეთებს. არამგონია, რომ ეს სწორი იყო. ჩვენ აღარ ვართ "ქართული ოცნების" წევრები, ეს იცით, უმრავლესობაში კი ბატონო ვართ, მაგრამ ბატონი ბიძინა არის "ქართულ ოცნებაში" და სავარაუდოდ, იქ ალბათ იქნება "ოცნების" ხემძღვანელობასთან. ამას მე ვერ გეტყვით", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.