ერთადერთი, რითაც განსხვავდება ფრანგული კანონი იმ ინიციატივისგან, რომელიც თავის დროზე იყო შეტანილი პარლამენტში და რასაც რუსული კანონი უწოდა ოპოზიციამ, არის ის, რომ ფრანგული კანონი არის მკაცრი, ვიდრე ის, რაც ინიცირებული იყო საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ შარშან საზოგადოება მოატყუეს და ამ ტყუილში იყო ჩართული ადამიანების ფართო სპექტრი.
„ერთადერთი, რითაც განსხვავდება ფრანგული კანონი იმ ინიციატივისგან, რომელიც თავის დროზე იყო შეტანილი პარლამენტში, რასაც რუსული კანონი უწოდა ოპოზიციამ, არის ის, რომ ფრანგული კანონი არის მკაცრი, ვიდრე ის, რაც ინიცირებული იყო საქართველოს პარლამენტში. ეს არის ერთადერთი განსხვავება. მეტი არსებითი განსხვავება არ არის. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ შარშან საზოგადოება მოატყუეს. ამ ტყუილში იყო ჩართული ადამიანების ძალიან ფართო სპექტრი. ეს იყო რადიკალური ოპოზიცია, ენჯეოები, მათი უცხოელი მეგობრები, რომელიც აღმოჩნდა, რომ თურმე აფინანსებდნენ ფრანკლინის კლუბს, კანვასის ტრენინგებს, ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, „დროას“ და ა.შ. თურმე ძალიან ბევრი ჰქონიათ დასამალი და ამიტომ იყო ეს ისტერიული კამპანია ამ კანონის წინააღმდეგ. რეალურად კანონი, რომელიც შარშან იყო ინიცირებული, იყო აბსოლუტურად გამართული, სამართლებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით, თუმცა მაშინ სამწუხაროდ, მოახერხეს საზოგადოების მოტყუება, წაუკითხავი კანონი გააპროტესტებინეს საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, ფრანგული კანონი აჩვენებს იმას, რომ ეს იყო აბსოლუტური ტყუილი, რაც იკადრა ბევრმა სუბიექტმა, მათ შორის, კონკრეტულმა ელჩებმაც სამარცხვინო ტყუილი აკადრეს ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა პრემიერმა.