ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ "ოცნება" დამარცხებულია და ამის გააზრება და აღქმა იქნება უმძიმესი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილი კარგად ხედავს, რომ პარტიას მის გარეშე არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება.
„ბევრი რამე არის ზედაპირზე, ბიძინა ივანიშვილი არის ძლიან გამოცდილი, გონიერი ადამიანი, მან ძალიან კარგად იცის, რომ "ოცნება" დამარცხებულია და ამის გააზრება და აღქმა იქნება უმძიმესი და ძალიან მტკივნეული, შესაბამისად, ის ეცდება, რომ ეს მდგომარეობა გამოასწოროს. ხედავს, რომ მის გარდა არაფერი არ მუშაობს ქვეყანაში, სახელმწიფო დისფუნქციურია, არანაირი არჩევნების მოგებაზე, საუბარიც ზედმეტია, ვინ უნდა მოი9გოს ეს არჩევნები, იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც ყურადღებას აღარ აქცევენ რას საუბრობენ თუ იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც ემსახურებიან პარტიას და ივანიშვილს და არა სახელმწიფოს? ამას დაამატეთ კორუფციის ის სისტემური ფორმები, რომელიც უკვე თვალსაჩინო გახდა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყელას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერ კიდევ ღარიბ ქვეყანაში ნებისმიერი სახის კორუფცია დანაშაული კი არა ღალატია,“ - განაცხადა გახარიამ.