„ნაციონალური მოძრაობის“ გუნდი არის, ვისაც უნდა, ხალხს ყველაფერი ჩააშხამოს, როცა რაღაც სასიხარულო ხდება ამ ქვეყანაში და ქართველი ხალხი რაღაცას ზეიმობს, პირველი ინსტინქტი რაც აქვთ, ეს არის, რომ რამენაირად ჩააშხამონ დღესასწაული, სამწუხაროდ, გუშინწინ ვნახეთ ეს ჯგუფი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ ადანაშაულებს ნიკა გვარამიას ჯგუფს, რომ რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს ნაკრების გამარჯვების აღნიშვნისას მოაწყო პროვოკაციები ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ.
„ქართველი ხალხი ასეთი არ ვართ და ის, რაც იმ ჯგუფმა ჩაიდინა, არ არის ქართული საქციელი, თვითონვე გამოფინეს შემდეგ ის ვიდეოები, ორგანიზაცია „შეცვალე“ არ ვიცი, ვისგან ფინანსდება, რადგან მათი უცხოური დაფინანსებები ჩვენს ქვეყანაში არ არის გამჭვირვალე, ქართველები ასე არ იქცევიან, ქართველები როგორც იქცევიან, ეს გამოჩნდა სტადიონზე, როდესაც 50 ათასი ადამიანი ერთად აღნიშნავდა ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. „ნაციონალური მოძრაობის“ თაობა თუ გუნდი არის, ვისაც უნდა ეს ყველაფერი ხალხს ჩააშხამოს. როცა რაღაც სასიხარულო ხდება ამ ქვეყანაში და ქართველი ხალხი რაღაცას ზეიმობს, პირველი ინსტიქტი რაც აქვთ, ეს არის, რომ რამენაირად ჩააშხამონ ეს დღესასწაული. სამწუხაროდ, გუშინწინ ვნახეთ ეს ჯგუფი, რომელიც დაცლილია მორალისგან, რომ როცა ადამიანი ზეიმობს, როგორი ბოროტი უნდა იყო დაგეგმო, განახორციელო ეს ყველაფერი, შემდეგ თავი მოიწონო. ასეთი განწყობა რომ გექნება ადამიანს შენი ქვეყნის, ნაკრების, გამარჯვების მიმართ, ეს აჩვენებს სინამდვილეში, რატომ უნდოდათ ზოგიერთ ჯგუფებს ნიკა გვარამია და მელია ყოფილიყვნენ გარეთ, რომ ასეთი პროვოკაციები განახორციელონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.